ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის აშენება იგეგმება

თბილისში, საბურთალოზე ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე 80, 000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე თბილისში ყველაზე მაღალი ცათამბჯენი აშენდება. პროექტს დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე, მხარი დაუჭირეს.

ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის აშენება იგეგმება

თბილისში ყველაზე მაღალ ცათამბჯენს, “ცენტრალ პარკ ავენიუ” აშენებს. საპროექტო დოკუმენტის თანახმად, ტერიტორიაზე შვიდი ნაგებობა აშენდება. ყველაზე მაღალი შენობა, 79 სართულიანი იქნება და სიმაღლე 259 მეტრით არის განსაზღვრული.

აღსანიშნავია, რომ პროექტი, მულტიფუნქციურ კომპლექსს გააერთიანებს, რომლებიც ერთმანეთთან სპეციალური ხიდით იქნება დაკავშირებული.