TimeOut – მსოფლიოს ყველაზე ლამაზი პატარა ქალაქების ათეულში სტეფანწმინდა მოხვდა

მსოფლიოში 2024 წლის ყველაზე ლამაზი, პატარა ქალაქების ათეულში სტეფანწმინდა მოხვდა. კვლევის მონაცემებს TimeOut-ზე დაყრდნობით Seasia აქვეყნებს.

TimeOut – მსოფლიოს ყველაზე ლამაზი პატარა ქალაქების ათეულში სტეფანწმინდა მოხვდა

როტენბურგ ობ დერ ტაუბერი (გერმანია) 2024 წლის მსოფლიოს ულამაზესი პატარა ქალაქია. სამეულშია: ვაე რებო (ინდონეზია) და სიდი ბოუ საიდი (ტუნისი).

16-ეულში მოხვდა: კარმელ ბაი ზე სი (აშშ), ალბერობელო (იტალია) და გრინდელვალდი (შვეიცარია).

სრული სია ასეთია:

როტენბურგ ობ დერ ტაუბერი (გერმანია);

ვაე რებო (ინდონეზია); სიდი ბოუ საიდი (ტუნისი); კარმელ ბაი ზე სი (აშშ); ალბერობელო (იტალია); ესპერანსა (ავსტრალია); ოგმაჩი (იაპონია); გრინდელვალდი (შვეიცარია); კრალენდიჯკი (კარიბის ნიდერლანდები); სტეფანწმინდა (საქართველო); გუატაპე (კოლუმბია); ილულისატი (გრენლანდია); ბანფი (კანადა); საპა (ვიეტნამი); კლაკსვიკი (ფარერის კუნძულები); განდრუკი (ნეპალი).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რუკაზე სტეფანწმინდა გამორჩეული ადგილია. აქედან 11 კმ-ში ქვეყნის ჩრდილოეთი საზღვარია და სწორედ აქ გადის ევროპისა და აზიის კვეთაზე ერთ-ერთი ყველაზე ძველი გზა. პატარა ქალაქი მყინვარწვერის ძირში მდებარეობს, რაც კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის მას.