თბილისში მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია – რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი
თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება, თუმცა kalaki.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვიდასტურებენ, რომ ხანძარის ძირითადი კერა მეხანძრე-მაშველებმა ჩააქრეს.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები მუშაობას განაგრძობენ. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული იყო ვერტმფრენიც.
შეგახსენებთ, რომ მთაწმინდის ფერდობზე ცეცხლი ცოტა ხნის წინ ბალახს და ბუჩქებს გაუჩნდა. რამ გამოიწვია ხანძარი, ამ დროისთვის უცნობია.