Wizz Air უფასო ონლაინ რეგისტრაციის დროს ამცირებს

12 ივნისიდან უფასო ონლაინ რეგისტრაცია დაგეგმილ რეისამდე 24-დან 3 საათამდე იქნება შესაძლებელი. აქამდე ამის გასაკეთებლად 48-დან 3 საათამდე დრო იყო საჭირო.

ცვლილება გავრცელდება დაბალფასიანი ბილეთების მფლობელებზე, რომლებსაც თვითმფრინავში ადგილის შერჩევაში თანხა არ გადაუხდიათ. ხოლო ისინი, ვინც ამ სერვისით სარგებლობენ, რეგისტრაციის გავლას კვლავ ფრენამდე 30 დღიდან 3 საათამდე დროის მონაკვეთში შეძლებენ.

შეგახსენებთ, Wizz Air საქართველოში რეისებს ქუთაისის აეროპორტიდან 3 ხომალდით და 27 მიმართულებით ასრულებს.