რატომ ვერ იწყებს Red Wings საქართველოში ფრენებს

ინფორმაცია ქართულ მედიაში, გამოცემა „იზვესტიას“ კომპანიის წყაროს მიერ გავრცელდა.

რატომ ვერ იწყებს Red Wings საქართველოში ფრენებს

„იზვესტია“, ავიაკომპანიის წყაროზე დაყრდნობით, ასევე წერს, რომ 16 ივნისს გაიცა ნებართვა სხვა მარშრუტზე – ჟუკოვსკი (მოსკოვის ოლქი) – თბილისი. საქართველოს ხელისუფლებას კი ამის შესახებ ჯერ არ განუცხადებია.

„ველოდებით რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებას. ჩვენთან ყველაფერი კოორდინირებულია, ჩვენ ვართ რუსეთის მხრიდან რეგულარულ ფრენებზე დანიშნული გადამზიდავი და ქართული მხარე ჩვენთვის ყველა ჩარტერზე დათანხმდა. ჩვენთვის ეს არის მტკივნეული წერტილი, რომ ფრენები არ არის დაწყებული, სეზონი კი, დაწყებულია“, – აცხადებს გამოცემის წყარო.

Red Wings-ის პრესსამსახურში „იზვესტიას“ დაუდასტურეს, რომ ისინი რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს თანხმობას ელოდებიან და მზად არიან ფრენების დასაწყებად.