ავლაბარი ჯერ კიდევ რამდენიმე საუკუნის წინ მთის მარცხენა სანაპიროზე გაჩნდა . წლების განმავლობაში განვითარებასთან ერთად, თანდათან მახათის მთის ფერდობი დაიკავა. ქუჩებით, გადასასვლელებით, ჩიხებითა და ლაბირინთებით ჩაიხლართა. დაბალსართულიანი შენობები, დახურული პატარა ეზოები, ბაზრობები და მაღაზიები, სასტუმროები და კლუბები - ამ ყველაფრის ერთობა, ავლაბარში იმ გასაოცარ გარემოს ჰქმნის, რისთვისაც ასე უყვართ ეს უბანი.

დიახ, შენობების დიდი ნაწილი ავარიულია, მაგრამ მიწა რომელზეც შენობები დგას, ერთის მხრივ, შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ტერიტორიის განვითარების დონორი, ისე შემზღუდველი ფაქტორიც. ახალი შენობების სიმაღლის შეზღუდვით კი, ავლაბარი ნელ-ნელა, ძალიან ფრთხილად განვითარდება და თანდათან მიმზიდველი გახდება. უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტის სასახლისა და სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობით, 21-ე საუკუნის დასაწყისში ტერიტორიამ ახალი სიცოცხლე მიიღო.

ავლაბრის აღმოსავლეთით მტკვრის მარცხენა სანაპიროა: რიყის პარკი, ევროპის მოედანი და კლდეზე აგებული უძველესი მეტეხის ტაძარი. ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული მარშრუტად მტკვარზე გადებული შუშის ხიდია. ცნობილი ადგილი, ფოტოებისა და შეხვედრებისთვის.

ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხიდი, რომელსაც დედაქალაქის ცენტრიდან ავლაბარსა და ევროპის მოედანზე მიჰყავხართ მეტეხის სახელს ატარებს. სწორედ აქ შეძლებთ მდინარეზე ნავით გასეირნებას. ხედი კლდიდან ხიდზე:

ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია

ეს კი თავად მოედანი:

ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია

აქ კლდეზე თბილისის უძველესი ტაძარი დგას – მეტეხის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, რომელიც XIII საუკუნეში დაარსდა, ჩვენამდე პირვლანდელი სახით მოაღწია.

ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია

ევროპის მოედნისა და რიყის პარკის აღმოსავლეთ მხარეს ე.წ. ღვინის დაღმართი მიუყვება. ციცაბო ქუჩა, რომელიც ავლაბრის სანაპიროს მთის კალთებთან აკავშირებს.

ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია

„რიყის პარკი“ კეთილმოწყობილი, გამწვანებული ტერიტორიაა. არა ერთი დეკორატიული მცენარეებით, სხვადასხვა ინსტალაციებით, სასეირნო ბილიკებითა და ამფითეატრით. პარკში განთავსებული საბაგირო, ერთმანეთთან ავლაბარსა და ნარიყალას ციხეს აკავშირებს.

ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია

სწორედ აქაა განთავსებული საჰაერო ბუშტი, რომელიც ტურისტებს თავბრუდამხვევი სიმაღლიდან თბილისის ხედებით აოცებს:

ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია

მოდით რიყის ტროპიკებში გავისეირნოთ:

ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია

მოდით თბილისის თბილი მზით გავთბეთ:

ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია

და ბოლოს, ტერიტორიის ამ ნაწილში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, იტალიელი არქიტექტორის მასიმილიანო ფუქსასის მიერ შექმნილი კულტურის ცენტრია. ის 2012 წელს აშენდა და მას შემდეგ აღარ ფუნქციონირებს. ამჟამად პარკის ხელოვნების ობიექტად დარჩა.

ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია

შენობა ორი წაგრძელებული მილის ჩარჩოსგან შედგება, რომლებიც მინის და ლითონის ფირფიტებითაა სავსე. მათგან ერში საკონცერტო დარბაზი, ხოლო მეორეში საგამოფენო სივრცე უნდა განთავსებულიყო დროებითი გამოფენებისთვის, მაგრამ რაღაც ისე არ წავიდა.

ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია

რიყის პარკიდან ასვლა, არა მარტო ღვინის დაღმართამდე, არამედ მეტეხის ქუჩამდეა შესაძლებელი, რომელიც ამავე სახელწოდების ტაძრიდან ციცაბო ქუჩით ავლაბრის მოედნამდე ადის. ქუჩა სავსეა პატარა კაფეებით, მაღაზიებითა და სასტუმროებით. პატარა ქუჩაზე ბევრი თბილისელი ცხოვრობს.

ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია

პარკიდან მოშორებით სულ უფრო მეტი ავარიული შენობები ჩნდება. ავლაბარსა და დედაქალაქის სხვა უბნებს შორის, განსხვავება ისაა, რომ გაოცდებით თუ როგორ აგრძელებენ ადამიანები მსგავს ყოფაში ცხოვრებას…

ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია

მეტეხისა და ისნის ქუჩების კუთხეში სომხური ეკლესიის ნანგრევებია, რომელის მიზეზადაც რამდენიმე ვერსია არსებობს, ერთის თანახმად საბჭოთა კავშირის დროს განზრახ დაანგრიეს. ასევე განიხილება ისიც, რომ 2002 წელს მიწისძვრის შედეგად მთლიანად დაზიანდა… ადგილობრივებს კი საკუთარი მოსაზრება აქვთ, მოსახლეობის განმარტებით, ტაძარი ბუნებრივად ჩავარდა და ის დიდი ხნის წინ მიატოვეს.

ავლაბარი-ელია

მეტეხის ქუჩის ბოლო ავლაბრის მოედანზე მიდის, სადაც ამავე სახელწოდების მეტროსადგურია. თუ რიყის პარკის ტერიტორია ტურისტული ადგილების გულია, მაშინ ავლაბარი როგორც ამბობენ ურთიერთობების გულია. დედაქალაქის უძველესი უბანი ყოველთვის აქ იყო!

ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია

მოედნიდან კარგად ჩანს სამების უზარმაზარი ტაძარი, ჩვენ იქამდეც მივალთ.

ავლაბარი-ელია

ნორ ეჩმიაძინის სომხური სამოციქულო ეკლესიის შენობა ზედ მოედანზე დგას, რაც ავლაბარში სომხური დიასპორის არსებობის მტკიცებულებაა. იგი მე-19 საუკუნის დასაწყისში აშენდა და ფუნქციონირებას დღემდე აგრძელებს.

ავლაბარი-ელია

საბავშვო მოედანი ტაძართან:

ავლაბარი-ელია

ასი, ორასი, სამასი და კიდევ მეტი წლის წინ ავლაბარში მრავალი სახლი აშენდა. ეს ტერიტორია სხვადასხვა მასალის ნაჭრებისგანაა განაშენიანებული; როგორც ჩანს, ბევჯერ შეიცვალა და გადაკეთდა რაც მხოლოდ ფერს უცვლის. ტიპიური ქუჩები:

ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია

თანდათან გორაკი მახათას მთის ფერდობად იქცა, რაც ავლაბარს კიდევ უფრო მეტ განსაკუთრებულობას სძენს. უძველესი შენობების საბანი, მჭიდროდ ფარავს ტერიტორიაზე ხელმისაწვდომ მიწას:

ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია

უკვე 21-ე საუკუნეში, შემაღლებულ ადგილზე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ახალი საკათედრო ტაძარი აშენდა, რომელიც არა მხოლოდ დედაქალაქის სიმბოლო, არამედ ახალი ტურისტული ღირშესანიშნაობა გახდა. თბილისში ჩამოსული მომლოცველები და მოგზაურები სამების საკათედრი ტაძარში მოსალოცად ჩამოდიან.

ავლაბარი-ელია

ტაძრის კომპლექსს ავლაბრის მნიშვნელოვანი ტერიტორია უკავია, რაც თავისთავად მნიშვნელოვან არქიტექტურულ მონაპოვარს წარმოადგენს. სამების საკათედრო ეზოს ტერიტორიაზე მოწყობილია პარკი, ასევე საეკლესიო მაღაზია.

ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია

ტაძარი:

ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია

მაგრამ კიდევ უფრო მაღლა ავიდეთ. ავლაბარი მთის ფერდობებზე ასვლას აგრძელებს:

ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია

ტერიტორიაზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება რკინიგზა, რომელიც ბაქო-თბილისის დამაკავშირებელი სარკინიგზო გზაა. ტერიტორია დაბლობშია და მასში რამდენიმე გადასასვლელი ხიდია.

ავლაბარი-ელია

რკინიგზის მიღმა ელიას მთის დასახლებაა, ავლაბარზე ბევრად ახალგაზრდა. ფაქტობრივად მახათა ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია. მაღალსართულიანი შენობები, ნე-ნელა მცირდება და საბჭოთა პერიოდში აშენებული სახლები ჩნდება.

ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია

მიუხედავად ძალიან რთული რელიეფისა და მიწის ათვისებასთან დაკავშირებული სირთულეებისა, ელიაზე პრაქტიკულად არ არის თავისუფალი ტერიტორიები. აქ ოჯახები იმდენად ციცაბო დაღმართზე ცხოვრობენ, რომ სიარულიც კი ძნელია

ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია

გიორგი აბრამიშვილის ქუჩაზე საბჭოთა მაღალსართულიანი კორპუსებიც ზუსტად იგივე მდგომარეობაშია. მაგრამ მღელვარებად არ ღირს: მუნიციპალური მიკროავტობუსები ელიას უკიდურეს კუთხემდე აღწევს.

ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია

მახათას მთა მთაწმინდის სიმაღლეზეა. ისინი ერთმანეთის პირდაპირ მდებარეობენ და მაღელსართულიანი კორპუსებიდან შესანიშნავი ხედი უნდა ჰქონდეთ ქალაქზე.

ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია
ავლაბარი-ელია

ავლაბარი – ელია 620 მეტრის სიმაღლეზე მთავრდება, ტერიტორიის პანორამა თბილისს გადაჰყურებს. ეს ის ქალაქია, რომელიც ასე ძალიან გვიყვარს.

ავლაბარი-ელია