პირველი პრემიუმ საცხოვრებელი უბანი შავი ზღვისპირეთში – VR Holding-ის პროექტი
VR Shekvetili Forest-Beach - ასე ეწოდება პირველ პრემიუმ კლასის მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც შეკვეთილში სასტუმრო Paragraph Ressort & Spa Shekvetili-ს მომიჯნავედ აშენდება და მოეწყობა.
პროექტის მიხედვით 40 ჰა-ზე განთავსებულ მულტიფუქნციურ კომპლექსში 5 ჰა-ზე საცხოვრებელი კომპლექსი 40 ვილები განთავსდება და პროექტი სარეკრეაციო, გასართობ და სარელაქსაციო სივრცეებს გააერთიანებს. ვილის პოტენციური მფლობელები 1 კმ-ზე გადაჭიმული წიწვოვანი პარკით, რესტორნებით, კაფე-ბარებით, სპა და ველნეს სერვისებით სარგებლობას შეძლებენ. პროექტის პირველი ფაზის განხორციელება ასევე ღია და დახურული საცურაო აუზების მოწყობას მოიცავს, რომლებსაც ყვითელი ქვიშის სანაპიროები ექნება. კომპლექსი ინფრასტრუქტურულად მოეწყობა.
მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსში 3 ტიპის ვილები განთავსდება, აქედან:
Forest-Beach Villas სანაპიროს პირველ ზოლში განთავსდება და თითოეულ მათგანს 2 400 კვ.მ-ის მიწის ფართობი დაეთმობა. ვილის საშუალო ფართობი კი 550 კვ.მ. იქნება.
VIP ვილები სანაპიროს მეორე ზოლში განთავსდება და 815 კვ.მ.-მდე ეზო, ვილის საერთო ფართი კი 446 კვ.მ. იქნება
Premium ვილები მესამე ზოლში აშენდება. ამ ტიპის ვილებს 570-დამ 790 კვ.მ.-მდე ფართის ეზო და 288 საცხოვრებელი ფართი ექნება.
დეველოპერული პროექტის ლიმიტირებული რაოდენობის VR Forest~Beach ვილების გაყიდვები უკვე დაწყებულია და მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსში პრემიუმ კლასის ვილების შეძენა მსურველებს უკვე შეუძლიათ.