ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა – რა გახდა შემთხვევის მიზეზი
ხანძარი, რომელიც გუშინ, ვაზისუბნის დასახლებაში, ერთ-ერთ კორპუსში საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა, ლიკვიდირებულია.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები ძლიერი ინტოქსიკაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილობრივი მაცხოვრებლების ვარაუდით, ხანძარი, მოკლე ჩართვამ გამოიწვია.

ტერიტორიაზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ. ადგილზე იმყოფებოდნენ ექსპერტ-კრიმინალისტებიც, სწორედ მათ უნდა დაადგინონ თუ რა იყო ხანძრის გამომწვევი მიზეზი.