თბილისში ყველაზე მეტ ბინას საქართველოს მოქალაქეები ყიდულობენ – შეცვლილი სტატისტიკა უძრავი ქონების ბაზარზე
თბილისში ბინების 76%-ს საქართველოს მოქალაქეები ყიდულობენ, შემცირდა უცხოელების მხრიდან უძრავი ქონების საქართველოში ყიდვა. - ასეთია "გალთ ენდ თაგარტის" კვლევის შედეგი.
„2024 წლის ივლისში ჩვენ ჩავატარეთ 14 სისტემური დეველოპერის გამოკითხვა, რაც თბილისში 67 მიმდინარე სამშენებლო პროექტს მოიცავდა.
გამოკითხვის მიხედვით, 2024 წლის ივნისში დინამიკა გაუმჯობესდა და ბინების გაყიდვები 17.7%-ით გაიზარდა წინა თვესთან შედარებით, როცა კლება გამოწვეული იყო დასვენების დღეების სიუხვით და ქვეყანაში არსებული არასტაბილურობით.
ივნისში გაყიდვების გაუმჯობესება აღსანიშნავია იმ ფონზე, რომ მსყიდველუნარიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი ევრო 2024-ის დროს (18-30 ივნისი) ქვეყანაში არ იმყოფებოდა.
ამ გაუჯობესებული დინამიკის მიუხედავად, აღსანიშნავია, რომ ივნისში გაყიდული ბინების რაოდენობა მკვეთრად ჩამორჩება წინა თვეებში (მაისის გამოკლებით) დაფიქსირებული გაყიდვების მაჩვენებლებს.
ამასთან, 2024 დეველოპერების წლის პირველ პროექტებში ნახევარში, საქართველოს მოქალაქეებზე მთლიანი გაყიდვების 76% მოდიოდა, რაც შემცირებულია წინა წლის 80%-იანი წილიდან.
აღსანიშნავია, რომ გაყიდვებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ისრაელის მოქალაქეების წილი 4%-დან 11%მდე, როცა რუსეთის მოქალაქეების წილი 8%-დან 2%მდე შემცირდა,“- აღნიშნულია კვლევაში.