„მზიურის პარკის“ მიმდებარედ, მდინარე ვერეს ნაპირსამაგრის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს
„მზიურის პარკის“ მიმდებარედ, მდინარე ვერეს ნაპირსამაგრი იწმინდება, ინფორმაცია დედაქალაქის მერიის პრესსამსახურმა გაავრცელა.
“თბილისის მერიის შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები მდინარე ვერეს ნაპირზე, ერთ ჰექტრამდე ფართობის ტერიტორიას
ლელქაშისაგან და ამონაყრისაგან ასუფთავებენ. აღნიშნული
სამუშაოების ნაწილი უკვე შესრულებულია. სამუშაოების ფარგლებში,
ასევე მოიჭრა მდინარის ნაპირზე არსებული დაზიანებული ხე-
მცენარეები.
„იწმინდება მდინარე ვერეს კალაპოტი, რომელიც სავსე იყო ხე-
მცენარეებით. სრულად გაიწმინდება კალაპოტი, რომ უამინდობის
შემთხვევაში პრობლემები არ შეიქმნას. კონკრეტულ მონაკვეთზე
სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება, შემდეგ გადავალთ
მომდევნო მონაკვეთზე. აღნიშნული სამუშაოები ყოველ გაზაფხულზე
ტარდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.