ვერეს ხეობაში 190 მეტრამდე სიმაღლის ცათამბჯენები აშენდება

ვერეს ხეობა, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის შემდეგ გამოწვევად იქცა თბილისისთვის, ჯერ კიდევ განხილვის თემაა. რამდენად უსაფრთხოა ტერიტორია და არის თუ არა ტრაგედიის განმეორების ალბთობა? ეს კითხვები კვლავ ისმის ყოველი წლის 13 ივნისს. თუმცა მშენებლებს როგორც ჩანს სპეციალისტების რეკომენდაცია არ შენებთ და ვერეს ხეობაში მასშტაბური პროექტი დაანონსდა, რომელიც 3 ცათამბჯენის აშენებას გულისხმობს.

ვერეს ხეობაში 190 მეტრამდე სიმაღლის ცათამბჯენები აშენდება
ვერეს ხეობაში 190 მეტრამდე სიმაღლის ცათამბჯენები აშენდება
ვერეს ხეობაში 190 მეტრამდე სიმაღლის ცათამბჯენები აშენდება

ახალი პროექტი თამარაშვილის ქუჩასა და მდინარე ვერეს შორის, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გულისხმობს. პროექტის დამკვეთს შპს „იქსორი თამარაშვილზე“ აღნიშნულ ტერიტორიაზე მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს, რომელიც მოიცავს: საცხოვრებელს, სასტუმროს, კომერციულ, აგრეთვე გასართობსა და სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებებს. გეგმის თანახმად, საპროექტო ტერიტორიის ფართობი 10 841 კვ.მ.-ია საიდანაც 1 100 კვ.მ საჯარო სარგებლობის კეთილმოწყობილ რეკრეაციულ სივრცეს უკავია ხოლო 8 600 კვ.მ-ზე დაგეგმილი მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება.

დოკუმენტის თანახმად, ვერეს ხეობაში სამი კოშკი აშენდება, რომელთა საპროექტო მოცულობების სიმაღლე 80 მეტრიდან -190 მეტრამდე მერყეობს.

საინტერესოა, რა კომენტარს გააკეტებენ დარგის სპეციალისტები აღნიშნულ პროექტზე, ვინაიდან ტერიტორიის უსაფრთხოებაზე ამ დრომდე სხვადასხვა აზრი არსებობს. გეოლოგების ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ ვერეს ხეობა უსაფრთხოა რადგან, შესაბამისი მოწყობილობები არსებობს, რომელიც საფრთხის თავიდან აცილებას შეძლებს. ხოლო მეორე ნაწილი ამტკიცებს, რომ ტერიტორია კვლავ საფრთხის შემცველ ზონად რჩება.