“ვენიო”-ბაზარზე ახალი ქართული ტაქსის კომპანია შემოდის
კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი მიზანია თანხები ქვეყნიდან არ გავიდეს და საქართველოში დაიხარჯოს.
კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი გიორგი ბასილაშვილის განმარტებით, ბაზარზე გამოჩენის მთავარი მოტივაცია, საქართველოში არსებული უცხოური კომპანიებია.
„ბაზარზე გამოჩენის მთავარი მოტივაცია არის ის, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი უცხოური კომპანია ოპერირებს, სრული მონოპოლია უჭირავს რუსულ კომპანიას, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამხელა თანხა ქვეყნიდან არ გადიოდეს, ამიტომ შევქმენით ქართული კომპანია და გვსურს მივცეთ მძღოლებს საშუალება, რომ გამარტივებული პირობებით და დაბალი პროცენტით იმუშაონ.ახლა ვართ მძღოლების მოძიების პროცესში, იმისათვის, რომ შევძლოთ აპლიკაციის გაშვება და მომხმარებელს შეუფერხებლად მოვემსახუროთ მძღოლების გარკვეული რაოდენობაა საჭირო, თუ არ გვეყოლება მძღოლები ეს დიდი დისკომფორტი იქნება მგზავრისთვის და ასევე კომპანიის იმიჯისთვის. ამ ეტაპზე ჩვენ აქტიურ კამპანიას ვაწარმოებთ, ვფიქრობთ რომ ეს პროცესი მაისის ბოლომდე გაგრძელდება, მაისი ბოლოს გვეყოლება მძღოლების ის რაოდენობა, რომ შეგვეძლება დავიწყოთ ოპერირება.” განაცხადა ბასილაშვილმა.
ინფორმაციას ახალი ქართული კომპანიის ბაზარზე შემოსვლის შესახებ ერთ-ერთი მედია ავრცელებს.