ვაზისუბანში პარკის რეაბილიტაცია იწყება, რომელიც 16 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განაშენიანდება
ინფორმაცია დედაქალაქში ახალი მზვანე ზონის განაშენიანების შესახებ, კახა კალაძემ გაავრცელა.

დედაქალაქის მერის, განცხადებით, სამგორის რაიონში, ვაზისუბნის დასახლებაში, N8, N16 და N7 კორპუსების მიმდებარედ, ორ ჰექტარამდე ტერიტორიაზე პარკის რეაბილიტაცია განხორციელდება.
სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, სავარჯიშო და საბავშვო მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, განთავსდება ძაღლების სასეირნო მოედანი და შეიცვლება საპარკო ინფრასტრუქტურა.
„თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვაზისუბანში, N8, N16 და N7 კორპუსების მიმდებარედ, ორ ჰექტარამდე ტერიტორიაზე პარკის რეაბილიტაციას იწყებს. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება ოთხ მილიონი ლარს შეადგენს. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მივიღებთ ერთიან ახალ რეკრეაციული სივრცეს. ქალაქს სჭირდება მეტი რეკრეაცია, მეტი მწვანე სივრცე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.