როგორი იქნება ვარკეთილში, ავარიული კორპუსის ნაცვლად ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი
ავარიული, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, ვარკეთილის დასახლებაში კიდევ ერთი პროექტი განხორციელდება. ამჯერად, ჩანაცვლების პროექტი მე-3 მასივის მე-4 კვარტალში მდებარე N6 კორპუსს შეეხება. ავარიულ კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას ახალ მრავალბინიან საცხოვრებელში, სახლები თეთრი კარკასის მდგომარეობით ჩაბარდებათ.
თავდაპირველად 4-სართულიანი ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის დემონტაჟი მოხდება და მის ნაცვლად ახალი 10-სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო (მათ შორის, სარემონტო) სამუშაოები დაიწყება. პროექტის განხორციელების ვადაა 2024-2026 წლები.
ახალი საცხოვრებელი კორპუსის I სართულზე მოეწყობა 451.00 კვ.მ კომერციული ფართი, ხოლო II-X სართულების ჩათვლით 79 ერთეული საცხოვრებელი ბინა, ჯამური ფართით: 4768.5 კვ.მ. 36 ერთეული საცხოვრებელი ბინა (ჯამური კვადრატულობით: 2233.6 კვ.მ გარემონტებული მდგომარეობით და ერთი კომერციული ფართი 33.3 კვ.მ თეთრი კარკასის მდგომარეობით გადაეცემათ მესაკუთრეებს. მასშტაბურ პროექტზე კი 9 451 895 ლარი დაიხარჯება.