ვანდალიზმი თბილისის მონუმენტთან-რატომ ამსხვრევენ მინას თბილისის გადმოსახედიდან?
თბილისში ვანდალიზმის შემთხვევები ახალი არაა, ამიტომ საჭირო გახდა დედაქალაქის თითქმის ყველა სკვერში სათვალთვალო კამერის დაყენება რათა, შემცირებულიყო ვანდალური ფაქტები. უნდა ითქვას, რომ აღნიშნულმა რაღაც მხრივ გავლენა მოახდინა და შეამცირა ინფრასტრუქტურის დაზიანება. თუმცა შემთხვევა, რომელზეც მოქალაქე ავთანდილ ცხვედაძე სოციალურ ქსელში წერს, ამჯერად დედაქალაქის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს ეხება, მთაწმინდაზე თბილისის მონუმენტთან, რომელსაც უამრავი ადამიანი სტუმრობს და საიდანაც შესანიშნავი ხედი იშლება.
მთაწმინდაზე, სადაც თბილისის მონუმეტი დგას, დედაქალაქის ხედი, რომ უკეთ გამოჩნდეს შუშის დამცავი ბარიერია. უკვე მერემდენე შემთხვევაა, როცა დედაქალაქის მერიამ ჩამსხვრეული შუშა გამოცვალა ახლაც დამსხვრეულია და ალბათ მალე შეცვლიან, თბილისელები კი ადგილზე სათვალთვალო კამერის დაყენებას სთხოვენ მუნიციპალიტეტს. რისთვის აზიანებენ და რას აძლევს ინფრასტრუქტურის ძალით მოშლა მავანს? ამას ჩვენ ვერ გავარკვევთ, თუმცა ფაქტი ერთია, შეუძლებელია ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანს, მოუნდეს რაიმეს ძალით დაზიანება.