ვანდალიზმი ძველ თბილისში-ლეონიძის ქუჩაზე მდებარე ფერდინანდ ოტენის ისტორიული აფთიაქის მხატვრობა თეთრი ბათქაშით იღებება

სოციალური ქსელი, ერთმა ამბავმა მოიცვა, რომელიც ძველ თბილისში ლეონიძის 8-ში მდებარე ოტენის ისტორიულ აფთიაქს ეხება. ძველი აფთიაქის კედლები, რომლებიც მთლიანად სამკურნალო მცენარეების ფრესკებით იყო მოხატული თეთრად იღებება. უნიკალური მხატვრობა და ისტორია რომელსაც თბილისში ერთ-ერთი პირველი აფთიაქი ჰქმნიდა ჩვენს თვალ წინ თეთრი ბათქაშით იღებება.

ვანდალიზმი ძველ თბილისში-ლეონიძის ქუჩაზე მდებარე ფერდინანდ ოტენის ისტორიული  აფთიაქის მხატვრობა თეთრი ბათქაშით იღებება
ვანდალიზმი ძველ თბილისში-ლეონიძის ქუჩაზე მდებარე ფერდინანდ ოტენის ისტორიული  აფთიაქის მხატვრობა თეთრი ბათქაშით იღებება
ვანდალიზმი ძველ თბილისში-ლეონიძის ქუჩაზე მდებარე ფერდინანდ ოტენის ისტორიული  აფთიაქის მხატვრობა თეთრი ბათქაშით იღებება
ვანდალიზმი ძველ თბილისში-ლეონიძის ქუჩაზე მდებარე ფერდინანდ ოტენის ისტორიული  აფთიაქის მხატვრობა თეთრი ბათქაშით იღებება
ვანდალიზმი ძველ თბილისში-ლეონიძის ქუჩაზე მდებარე ფერდინანდ ოტენის ისტორიული  აფთიაქის მხატვრობა თეთრი ბათქაშით იღებება

ლეონიძის ქუჩის მაცხოვრებლებმა სოციალურ ქსელში ფოტომასალა გაავრცელეს. ადგილობრივები ისტორიის ამგვარად წაშლაზე სინანულ გამოთქვამენ.

ჩვენ ლეონიძის ქუჩიდან ერთ-ერთ მაცხოვრებელს ვესაუბრეთ, რომელმაც ძველი შენობის შესახებ გვიამბო და გვითხრა რომ იქ აფთიაქის არსებობა მის ბებიას ბავშვობიდან ახსოვდა, თავად კი ბებია მას კედლებზე დახატული მცენარეების სასარგებლო თვისებებზე უყვებოდა.

როგორც kalaki.ge-მ გაარკვია, ახლა ძველი აფთიაქის ნაცვლად რესტორანი იქნება, რომლის თეთრი კედლების მიღმაც უნიკალური მხატვრობა და ისტორია ჩაიკარგება.

აღსანიშნავია, რომ შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, ამ შემთხვევაში ღირებულია არა მხოლოდ არქიტექტორული თვასაზრისით არამედ მისი უნიკალური ისტორიით. ბოლოს და ბოლოს ის ხომ თბილისში ერთ-ერთი პირველი აფთიაქი იყო!