ვაკის რაიონს წყალი 30 საათით შეუწყდება
27 ივლისს ვაკის რაიონში, უნივერსიტეტის ქუჩაზე, ახალ ქსელზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებენ, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს წყალი 30 საათით შეუწყდება - ინფორმაციას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ავრცელებს.
კომპანია ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 27 ივლისს 12:00 საათიდან 28 ივლისის 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
შევარდენიძის, კარტოზიას, ს.ცინცაძის ქუჩა N44-60 (ლუწებს) N63-77 (კენტებს), საირმის გორა, ყაზბეგის გამზ N20, „მ2 კორპუსი“, უნივრსიტეტის ქუჩა N2-18(ლუწებს) N1-11(კენტები), ლორთქიფანიძის, თამარაშვილის გამზ. სვანიძის, ჩოლოყაშვილი, წყნეთის, ნ.ყიფშიძის, ვ. გაბაშვილის, თ. აბულაძის, ლეჟავას, ხაბეიშვილის, წერეთლის ქუჩებს.