ფოტოფაქტი-ვაკეში ახალი დასასვენებელი სივრცე მოეწყო
ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჭავჭავაძის გამზირის N75-ის ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე კეთილმოეწყო
3 400 კვ. მ ფართობის ტერიტორიაზე ბავშვთა-გასართობი მოედანი, კომბინირებული სტადიონი, ფიტნეს ზონა, ძაღლების გასასეირნებელი და გასართობი შემოღობილი სივრცე განთავსდა, დამონტაჟდა ველოპარკინგი და სხვა საპარკო ავეჯი. ტერიტორია გამწვანდა – დაირგო სხვადასხვა ჯიშის ბუჩქები და ხეები, გამწვანებული მონაკვეთები გაფორმდა მულჩით.