ვაკეში 169-მეტრიანი ცათამბჯენი აშენდება- გეგმარებითი დავალება საკრებულომ გასცა
რაც მშენებლობის ნებართვის მოპოვების პროცესის საწყისი ეტაპს წარმოადგენს.
კერძოდ საქმე ეხება ქალაქ თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირი №49, №49-ა; №49-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებზე, მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტის დამტკიცებას.
რაც შეეხება აღნიშნულ ობიექტს.
საპრივატიზებო პირობების მიხედვით, ტერიტორიის შემძენმა ადგილზე არანაკლებ 50 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
ობიექტი 2022 წელს შპს ვი არ ვაკე თაუერსმა იყიდა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმა მერიის შესაბამის სამსახურებს „ვი არ ვაკე თაუერსმა“ 2023 წლის გაზაფხულზე წარუდგინა. როგორც დოკუმენტაციიდან ირკვევა, საპროექტო ტერიტორიის ჯამური ფართობია 18 397 კვ.მეტრი.
„საპროექტო წინადადება ითვალისწინებს საპროექტო ნაკვეთზე არსებული ამორტიზებული შენობების დემონტაჟს და მის ნაცვლად სამხრეთ ნაწილში მრავალფუნქციური კომპლექსის განთავსებას (შენობა N1), ხოლო ჩრდილო დასავლეთ ნაწილში სპორტის უნივერსიტეტის აშენებას (შენობა N2).
საპროექტო კომპლექსის შენობა N1 – მოიცავს მიწისქვეშა ავტოსადგომებს, რომელიც მოეწყობა სამ მიწისქვეშა სართულზე, ხოლო მიწისზევით აშენდება 43 სართული. პირველი 5 სართული დაეთმობა მრავალფუნქციურ კომერციულ ფართს, რომელიც შეასრულებს ერთგვარი პედესტალის ფუნქციას მაღლივი შენობისთვის. შემდეგი 11 სართული დაეთმობა საოფისე სივრცეებს, რომლის თავზეც მოეწყობა საცხოვრებელი ბინები 22 სართულად. ბოლო 5 სართული დაეთმობა ასევე კომერციულ ფართს, სადაც მოეწყობა ფიტნეს დარბაზები, რესტორანი და სახურავზე საცურაო აუზი.
შენობას ჰორიზონტალურად სხვა და სხვა ფუნქციებად გამოყოფს რეკრეაციული სართულები, სადაც მოეწყობა გამწვანებული სივრცეები.
შენობა N2 – აშენდება ტერიტორიის ჩრდილო დასავლეთ ნაწილში. იგი წარმოადგენს 4-სართულიან შენობას მიწისქვეშა ავტოსადგომებით. შენობა მთლიანად დაეთმობა უნივერსიტეტს. ხოლო მის მოპირდაპირედ მოეწყობა ჩოგბურთის ორი ღია კორტი და ასევე ღია მინი ფეხბურთის მოედანი,“- აღნიშნულია დოკუმენტაციაში.
კომპანია „ვი არ ვაკე თაუერსმა“ მერიის არქიტექტურის სამსახურს უკვე მიმართა აღნიშნულ საპროექტო ტერიტორიაზე არსებული შენობების დემონტაჟის თხოვნით, რაზეც თანხმობა მიიღო.