რა შენდება თბილისში, ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე

ნაძალადევის რაიონში, ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე მულტიფუნქციური კომპლექსი შენდება. პროექტის ფარგლებში აღნიშნულ ლოკაციაზე, მშენებლობა საკრებულომ დასაშვებად მიიჩნია.

რა შენდება თბილისში, ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე

საპროექტო ტერიტორიაზე ფუნქციების გადანაწილება შემდეგნაირად იქნება: საცხოვრებელი 75% და კომერციული 25%. რაც შეეხება სიმაღლეს, კომპლექსის ფარგლებში აშენდება რამდენიმე ცათამბჯენი, რომელთა მაქსიმალური სართულიანობა 44 იქნება. დოკუმენტების თანახმად, პროექტის განხორციელებისათვის საჭიროა დაახლოებით 10-15 წელი.

პროექტს მიხედვით, მშენებლობას სამი დამკვეთი ჰყავს ესენია: შსპ „ვილსონ გარდენი“; შპს „US TRADING COMPANY“; სააქციო საზოგადოება „ფროუფგრუპი“.