თბილისის მეტროს ვაგონების განახლება იწყება-რამდენი დაიხარჯება ბიუჯეტიდან და როდის შეიცვლება სრულად მიწისქვეშა ტრანსპორტი
თბილისში მეტროს ვაგონები თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ვაგონებით შეიცვლება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 475 მლნ ევრო გამოიყო.
კახა კალაძის განცხადებით პროექტის ფარგლებში 212 ერთეული თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეტროს ვაგონის შესყიდვაა გათვალისწინებული, რომელთა ეტაპობრივი მოწოდება და არსებული მოძველებული მატარებლების ჩანაცვლება შემდეგი 15 წლის განმავლობაში განხორციელდება.
დედაქალაქის მერის განმარტებით, 212 ვაგონი ჯამში 45 მატარებელია. პროექტის მიხედვით, 13 ერთეული 4-ვაგონიანი მატარებელი საბურთალოს ხაზისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო 32 ერთეული 5-ვაგონიანი მატარებელი ახმეტელი-ვარკეთილის ხაზისთვის გამოიყოფა.