უსაფრთხოების ყვითელი დონე პარლამენტში-დღეს საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთოების ზომები მკაცრდება

საკანონმდებლო ორგანო უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

უსაფრთხოების ყვითელი დონე პარლამენტში-დღეს საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთოების ზომები მკაცრდება

საკანონმდებლო ორგანოში განმარტავენ, რომ მიმდინარე წლის 22 სექტემბერს “საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად, ვიზიტორებს პარლამენტის სასახლეში შესვლა ეზღუდებათ. შეზღუდვა არ ეხება აკრედიტებულ საპარლამენტო ჟურნალისტებს.

“აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა”, – ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.