საქართველოს მთავრობამ, უსახლკაროთა საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროგრამის კრიტერიუმები დაამტკიცა

მთავრობის დადგენილებით, უსახლკარო ოჯახებს სახელმწიფოსგან საცხოვრებელი გადაეცემათ, მაგრამ როგორ მოხდება ეს და ვინ მიიღებს სახლს?

საქართველოს მთავრობამ, უსახლკაროთა საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროგრამის კრიტერიუმები დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ, უსახლკაროთა საცხოვრებლით დაკმაყოფილების პროგრამის შემდეგი კრიტერიუმები დაამტკიცა:

ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა 30001-ზე ნაკლებია – 5 ქულა; ოჯახი, რომლის შემადგენლობაშიც არის 4 არასრულწლოვანი – 0,5 ქულა, 5 არასრულწლოვანი – 1 ქულა, ხოლო ყოველ მომდევნო არასრულწლოვანზე დამატებით 1 ქულა – შესაბამისი ქულათა ჯამი; ოჯახი, რომლის შემადგენლობაშიც არის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი/შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი (თითოეულ ოჯახის წევრზე) – 1.5 ქულა;
ოჯახი, რომლის შემადგენლობაშიც არის მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (თითოეულ ოჯახის წევრზე) – 1 ქულა; ოჯახი, რომლის შემადგენლობაშიც არის ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი (თითოეულ ოჯახის წევრზე) – 0.5 ქულა; მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე ან ქვრივი – 2 ქულა;
ბრძანების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის მდგომარეობას ესადაგება ერთზე მეტი კრიტერიუმი, თითოეულ კრიტერიუმში მინიჭებული ქულები დაჯამდება საერთო ქულად.

შეგახსენებთ, რომ პროგრამით, 1000-მდე ოჯახს მთავრობა სახლს გადასცემს, პროექტზე 50 მილიონი ლარი დაიხარჯება.