უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესი დასასრულს უახლოვდება

კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ამ დროისთვის დასრულებულია მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია, განახლებულია წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ქსელები.

უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესი დასასრულს უახლოვდება

„ასფალტის საფარის ქვედა ფენები უკვე დაგებულია. მიმდინარეობს საკომუნიკაციო ჭის თავების წამოწევის სამუშაოები. დაახლოებით, ორი-სამი კვირა სჭირდება, რომ ასფალტის ბოლო ფენები დაიგოს, ასევე, ავტობუსის გაჩერებებზე გაკეთებულია ბეტონის გზა“. – აღნიშნა თბილისის მერმა.

გარდა ამისა, უნივერსიტეტის ქუჩაზე დამონტაჟდება ლედ სანათები, მოეწყობა საპარკინგე ადგილები და ნოემბრის ბოლოს სამუშაოები დასრულდება.