როდის დასრულდება უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია

დედაქალაქში წერეთლის ქუჩის პარალეელურად უნივერსიტეტის ქუჩაზეც, მიმდინარეობს სამუშაოები, რომელიც ქუჩის სრულ რეაბილიტაციას მოიცავს.

როდის დასრულდება უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია
როდის დასრულდება უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია
როდის დასრულდება უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია
როდის დასრულდება უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია

როგორც ცნობილია, პროექტი ფარგლებში ამჟამად უსაფრთხოების მიზნით ფერდის დამცავი სამუშაოები მიმდინარეობს. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით კი სარეაბილიტაციო სამუშაოები თვის ბოლოს სრულად დასრულდება.

“ამ დროისთვის, დასრულებულია ყველა ტიპის მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია, მათ შორის, წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ქსელები.

ქუჩის ერთ მხარეს გზის სავალ ნაწილზე დაგებულია ასფალტის საფარის ქვედა ფენები, ხოლო დანარჩენ ნაწილში ასფალტის საფარის დაგება უახლოეს პერიოდში დასრულდება.

ამჟამად, ტროტუარებზე საჰაერო სადენების გადასატანად, მიწისქვეშა კაბელ-არხების მოწყობა ხდება. ამასთანავე, გარე განათების ახალი ქსელი ეწყობა.” აცხადებს ბიემჯი-სთან თბილისის მერია.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ამ დრომდე სრული რაბილიტაცია არ განხორციელებულა.