როდის აღდგება უნივერსიტეტის ქუჩაზე მოძრაობა
უნივერსიტეტის ქუჩაზე ორმხრივი გადაადგილება ნოემბრის ბოლოდან აღდგება-ინფორმაციას ამიის შესახებ დედაქალაქის მერი ავრცელებს, მისი განმარტებით ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები თითქმის დასრულდა.
“მთლიანად მოხდა აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაცია, გაკეთდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, აღნიშნული სამუშაოები უკვე დასრულებულია, გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის ქვედა ფენები დაგებულია, სრულდება ტროტუარების მოწყობა და საჰაერო სადენების განთავსების სამუშაოები, მონტაჟდება გარე განათების ახალი ქსელი, ეწყობა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი გაჩერებები , პროექტის ფარგლებში, უსაფრთხოების მიზნით, ეწყობა ფერდის დამცავი, რომლის სამუშაოებიც ასევე ბოლო ეტაპზეა და უახლოეს დღეებში ასფალტის საფარის ზედა ფენა დაიგება. ნოემბრის ბოლოს პროექტით გათვალისწინებული საგზაო სამუშაოები დასრულებული იქნება და აღნიშნულ ქუჩაზე ორმხრივი გადაადგილება იქნება შესაძლებელი”-განაცხადა დედაქალაქის მერმა.
შეგახსენებთ, რომ უნივერსიტეტის ქუჩაზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ივნისიდან მიმდინარეობს.