კარს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მხოლოდ ჟურნალისტებისთვის იღებოდა, გადასაგდებად ამზადებენ

თბილისში, ბევრი ისეთი რამ ხდება რას დედაქალაქის სტუმრისთვის უცნაური და გაუგებარია. ასეთია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის კარის ამბავი.

კარს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მხოლოდ ჟურნალისტებისთვის იღებოდა, გადასაგდებად ამზადებენ
კარს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მხოლოდ ჟურნალისტებისთვის იღებოდა, გადასაგდებად ამზადებენ

რა დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს ერთ ჩვეულებრივ კარს, რომლის ფუნქციაც არც თუ ისე მრავალფეროვანია, თუმცა ასე არ ფიქრობენ ის ჟურნალისტები, რომლებმაც თსუ-ს მე-6 კორპუსში, რამდენიმე წელი გაატარეს. დღეს სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტებიდან თუ ვიმსჯელებთ უსულო საგანს იმაზე მეტი დატვირთვა ჰქონდა ვიდრე წარმოგვიდგენია. განხილვის საგანი “ისტორიული კარი” მას შემდეგ გახდა, რაც ის ჩამოღებული და ალბათ გადასაგდებად გამზადებული გადაიღეს. აქვე უნდა ითქვას, რომ ყველა მნიშვნელოვანი პროტესტი აღნიშნული კორპუსის წინ იწყებოდა. ამ შესასვლელს არა ერთი აქცია ახსოვს, ზოგი გარკვეული და ბევრიც დღემდე გაურკვეველი, თუმცა მთელი არსი ის არის, რომ ვინც ჟუნალისტის პროფესია თსუ-დან დაიწყო, არა ერთხელ ეზიარა სწორედ ამ ხის რაღაცნაირად დაღლილ მაგრამ არასდოს დაცემულ კარს!რომლის ქუჩის მხარე ყოველთვის იყო პროდესტისთვის პატარა ტრიბუნა, ხოლო კარზე აწურული სტუდენტები, სხვადასხვა საპროტესტო აქციის მთავარი ორგანისაზოტები.

საინტერესოა, ვინც მისი ჩამოღების ბრძანება გასცა რა უფრო აშინებდა, კარის სიძველე თუ გამძლეობა?!