უკანონო ტყითსარგებლობაზე სანქცია მკაცრდება და თავისუფლების აღკვეთის ვადა ერთიდან სამ წლამდე განისაზღვრება
სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი 2872 მუხლი - სახერხი საამქროს ტერიტორიაზე არამარკირებული მრგვალი ხეტყის (მორის) განთავსება. აქამდე მსგავსი ქმედება მხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელით ისჯებოდა.
კანონის გამკაცრების იდეა გარემოსზედამხედველობის სამსახურს ეკუთვნის. ცვლილებების თანახმად, სახერხი საამქროს მიერ რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევაზე სანქცია მკაცრდება და თავისუფლების აღკვეთის ვადა ერთიდან სამ წლამდე განისაზღვრება. მოქმედი კანონმდებლობა მსგავს სამართალდარღვევაზე თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით ითვალისწინებს. იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენის შემთხვევაში კი თავისუფლების აღკვეთის ერთიდან ორ წლამდე ვადა იცვლება სამიდან ხუთ წლამდე ვადით.
(ხეტყის დიდი ოდენობით უკანონო დამზადება) და ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე. უკანონო ტრანსპორტირების შემთხვევაში სანქცია კი, ნაცვლად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთისა განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე, ხოლო იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენა, ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად დაისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე.