გაძვირდება თუ არა მომავალ წლებში უძრავი ქონება-როგორია ეროვნული ბანკის საბაზისო სცენარი
უძრავ ქონებაზე საგარეო მოთხოვნას შიდა მოთხოვნა ჩაანაცვლებს, ეს კი საშუალოვადიან პერიოდში უძრავი ქონების ფასების ზრდას ნომინალური ეკონომიკური ზრდის პროპორციულს გახდის.
“თუკი 2023 წელს ზრდა ლარში 12,5% იყო, მიმდინარე წელს 6%, ხოლო 2025-2026 წწ-ში 5,5% იქნება. სებ-ი მოელის, რომ გეოპოლიტიკური ვითარების დასტაბილურების კვალდაკვალ, უძრავ ქონებაზე საგარეო მოთხოვნას შიდა მოთხოვნა ჩაანაცვლებს, ეს კი საშუალოვადიან პერიოდში უძრავი ქონების ფასების ზრდას ნომინალური ეკონომიკური ზრდის პროპორციულს გახდის.”-ასეთია ეროვნული ბანკის საბაზისო სცენარი.
შეგახსენებთ, რომ 2024 წელის გაზაფხულიდან დარგის ექსპერტები უძრავ ქონებაზე ფასების მცირე პროცენტით მატებას ელოდებიან.