ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსმა შესაძლოა, უძრავი ქონების ბაზრის 10-15%-იანი ზრდა გამოიწვიოს

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსმა შესაძლოა, უძრავი ქონების ბაზრის 10-15%-იანი ზრდა გამოიწვიოს - აღნიშნულის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ უძრავი ქონების კომპანია Eristavi Estates-ის დამფუძნებელმა ზურაბ ერისთავმა განუცხადა.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსმა შესაძლოა, უძრავი ქონების ბაზრის 10-15%-იანი ზრდა გამოიწვიოს

მისი თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რაც ქვეყნის კურსს და მიმართულებებს განსაზღვრავს, ბიზნესს მეტ რწმენას მისცემს, გაიზრდება ნდობა უძრავი ქონების სექტორის მიმართ.

„დადებითი რეკომენდაციის შედეგად, ცალსახად, ველოდებით პოზიტიურ დამოკიდებულებას და ყოველი პოზიტიური დამოკიდებულება უძრავი ქონების ფასებზე დადებითად მოქმედებს. ვერ ვიტყვი, რა მოლოდინი შეიძლება იყოს ფასის ზრდის თვალსაზრისით, მაგრამ, თავად მოლოდინის გამართლება ნამდვილად, რაღაც დადებითს გამოიწვევს. შეიძლება, სპექტრის 10-15%-იანი ზრდაც დაფიქსირდეს. გაიზრდება რწმენა, უძრავი ქონებისადმი დამოკიდებულება გამყარდება, შესაბამისად, მოთხოვნაც უფრო გაძლიერდება“ – აღნიშნავს ზურაბ ერისთავი.