რომელ თვეში მიაღწევს უძრავი ქონების ფასი პიკს?
Lemons group-ის გენერალურმა მენეჯერმა ირა მელიმონაძემ, უძრავი ქონების ფასები პიკს აგვისტოში მიაღწევს.
„უძრავი ქონება ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაიაფდება. პირიქით, ზრდის ტენდენცია ალბათ, აგვისტოს ბოლომდე პიკს მიაღწევს. დღეს თუ ვინმე თვლის, რომ უძრავ ქონებაში უნდა დააბანდოს ფული, ვფიქრობ ჯერ კიდევ არ ვართ იმ ნიშნულზე, სადაც უძრავ ქონებაში ფულის დაბანდება სარისკო იქნება. აღდგომის პერიოდის შემდეგ პატარა შოკური ვარდნა დაფიქსირდა, მაგრამ საერთო ჯამში, იანვრიდან მოყოლებული დღემდე ზრდის ტენდეცია არის შენარჩუნებული, როგორც მოთხოვნაზე ასევე ფასზე. არის მოსაზრება, რომ თითქოს ეს ხელოვნურად გაზრდილი ფასებია, თუმცა ეს ასე ნამდვილად არ არის. ერთია, მიგრანტების ეფექტისგან მოთხოვნით გაზრდილი ფასი, მაგრამ მეორეა ის რომ სამშენებლო მასალებზე გაზრდილი ფასები, მუშახელის ხელფასების მატება და სექტორში არსებული რეგულაციები უძრავ ქონებას ბუნებრივად აძვირებს.” განაცხადა ირა მელიმონაძემ.