ეროვნული ბანკი-უძრავი ქონების ფასები 2024 წელს 6%-ით, 2025 და 2026 წლებში კი 5.5%-ით გაიზრდება

ეროვნული ბანკის საბაზისო სცენარს აქვეყნებს, რომელში უძრავი ქონების მომავალ წლებში მატებაა მოსალოდნელი. კონკრეტულად, მიმდინარე წელს უძრავი ქონების ფასები (ლარში გამოხატული) 12.5%-ით, 2024 წელს 6%-ით, ხოლო 2025 და 2026 წლებში 5.5%-ით გაიზრდება.

ეროვნული ბანკი-უძრავი ქონების ფასები 2024 წელს 6%-ით, 2025 და 2026 წლებში კი 5.5%-ით გაიზრდება

„საბაზო სცენარის მიხედვით, 2022 წლის საშუალო დონესთან შედარებით მიმდინარე წელს უძრავი ქონების ლარში გამოხატული ფასები გაიზრდება. გამყარებული ეროვნული ვალუტის ფონზე უძრავი ქონების აშშ დოლარში გამოხატული ფასები უფრო მეტად მატულობს.

რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად სამშენებლო მასალების თავდაპირველმა გაძვირებამ, შენობა-ნაგებობების თვითღირებულების ზრდაზე გავლენა იქონია. თუმცა გლობალური ეკონომიკური აქტივობის შენელებისა და ფინანსური პირობების გამკაცრების ფონზე, სამშენებლო მასალების ფასებში შემცირების დინამიკა გამოიკვეთა.

გეოპოლიტიკური ვითარების დასტაბილურების კვალდაკვალ, უძრავ ქონებაზე საგარეო მოთხოვნას შიდა მოთხოვნა ჩაანაცვლებს. ეს კი საშუალოვადიან პერიოდში უძრავი ქონების ფასების ზრდას ნომინალური ეკონომიკური ზრდის პროპორციულს გახდის“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიმოხილვაში.