თბილისში, 26, 27 და 28 აპრილს ექსპო ჯორჯიაში უძრავი ქონების ყოველწლიური კვირეული გაიმართება

უძრავი ქონების გამოფენა, რომელიც "ექსპო ჯორჯიაში" 26, 27-სა და 28 აპრილს გაიმართება ინვესტორებს, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებსა და უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებს გააერთიანებს.

თბილისში, 26, 27 და 28 აპრილს ექსპო ჯორჯიაში უძრავი ქონების ყოველწლიური კვირეული გაიმართება

3 დღიანი გამოფენის მიზანია შექმნას საკომუნიკაციო პლატფორმა, რომელიც ადგილზე შეკრებს ბაზარზე მომუშავე სექტორების მთავარ მოთამაშეებს: ინვესტორებს, დეველოპერებს, ბროკერებს, საკონსულტაციო კომპანიებს და უზრუნველყოფს მათ ერთმანეთთან კომუნიკაციას.

ღონისძიება საინტერესო იქნება უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებულთა პირთათვის, რომელიც ამ რამდენიმე დღის განმავლობაში შეძლებს დაათვალიეროს ქვეყანაში არსებული უძრავი ქონების თითქმის ყველა შეთავაზება და მიიღოს მათზე განსაკუთრებული პირობები.

ორგანიზატორების განმარტებით, ღონისძიება ხელს უწყობს უძრავი ქონების სექტორის განვითარებას, რაც საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის საერთაშორისო პარტნიორებისთვის გაცნობას გულისხმობს. Ხოლო ბიზნესისთვის გაყიდვების ხელშეწყობას, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე.