რატომ შემცირდა თბილისში უძრავი ქონების გაყიდვები და რა კავშირი აღნიშნულ ფაქტს აქვს წინა საარჩევნო პერიოდთან
"ეს შესაძლოა განპირობებული იყოს გადავადებული მოთხოვნით და მეტად სავარაუდოა, რომ ეს ტენდენცია წინასაარჩევნო პერიოდში გაგრძელდება, განსაკუთრებით საინვესტიციო მოთხოვნის ნაწილში." - ნათქვამია "თი ბი სი" კაპიტალის კვლევაში, რომელიც თილისის მასშტაბით უძრავი ქონების გაყიდვების მონაცემებს ეხება და რომლის მიხედვითაც დედაქალაქში, ივნისის თვეში გაყიდვებმა მკვეთრად იკლო.
დოკუმენტის მიხედვით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 2 903 შეადგინა, რაც 20%-ით ჩამორჩება 2023 წლის ივნისის მაჩვენებელს.
„ეს შესაძლოა განპირობებული იყოს გადავადებული მოთხოვნით და მეტად სავარაუდოა, რომ ეს ტენდენცია წინასაარჩევნო პერიოდში გაგრძელდება, განსაკუთრებით საინვესტიციო მოთხოვნის ნაწილში.
ამასთან, თვიურ ჭრილში 8%-იანი კლება დაფიქსირდა. 2024 წლის 6 თვეში ტრანზაქციების რაოდენობა 3%-ით ნაკლებია 2023 წლის იმავე პერიოდთან შედარებით. გასაყიდი ფასი 1 178 აშშ დოლარს გაუტოლდა და წლიურად 1%-ით გაიზარდა. იმავე პერიოდში, ბაზრის მოცულობამ 222 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა,“ – ნათქვამია კვლევაში.
აქვე საგულისხმოა ერთი ფაქტი, უძრავი ქონების ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ყოველი არჩევნების წინა პერიოდში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მცირდება და გაყიდვები იკლებს.