როგორი იყო უძრავი ქონების გაყიდვები ივნისის თვეში და როგორ შეიცვალა ძველსა და ახალ აშენებულ პროექტებზე ფასი
დედაქალაქში, ბინების გაყიდვებმა ივნისის თვეში 21%-ით იკლო - ასეთია კვლევითი ორგანიზაციის „ქოლიერსის“ უძრავი ქონების განახლებული მონაცემები. დოკუმენტის თანახმად, ბაზრის ზომა 13%-ით, 212 მილიონ აშშ დოლარამდეა შემცირებული.
„2024 წლის ივნისში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 12%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 6% და 4%-იანი ზრდა დაფიქსირდა.
2024 წლის ივნისში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 10%-ით გაიზარდა გარეუბანსა და ქალაქის ცენტრში. ფართო ცენტრში კი 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა,“- ნათქვამია კვლევაში.
რაც შეეხება ტრანზაქციებს, „ქოლიერსის“ კვლევის თანახმად, 2024 წლის ივნისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 20%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2023 წლის ივნისთან შედარებით მაჩვენებელი 24%-ით არის შემცირებული.