Galt & Taggart-ბათუმის, ბაკურიანისა და გუდაურის საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები დიდწილად უცხოელ მყიდველებზეა დამოკიდებული
მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ბათუმის, ბაკურიანისა და გუდაურის საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები დიდწილად დამოკიდებულია უცხოელ მყიდველებზე. შესაბამისად, ეს ბაზრები კოვიდპანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა.
Galt & Taggart-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული ბათუმის, ბაკურიანისა და გუდაურის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მეორე კვარტლის მიმოხილვის მიხედვით, 2023 წლის პირველ ნახევარში მცირე და საშუალო ზომის ბინებმა (26-80 მ2) ბაზრის 96.0% შეადგინა. ამასთან, გაყიდული ბინების უმეტესი ნაწილი საშუალო ფასის სეგმენტიდან (1კვ/მ $801-1,200) იყო.
რაც შეეხება ბაკურიანში საცხოვრებელი ქონების ღირებულებას, 2023 წლის II კვარტალში კურორტზე ბინების საშუალო შეწონილი ფასი კვადრატულ მეტრზე 1,112 დოლარი იყო. ბინები წლიურად 0.9%-ით გაიზარდა.
აღსანიშნია, რომ 2023 წლის დასაწყისიდან საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შენელდა, თუმცა ფასები კვლავ მაღალ ნიშნულზეა. ამჟამად ბათუმში 167 პროექტის მშენებლობა მიმდინარეობს, ბაკურიანში – 18, ხოლო გუდაურში – 9. ჩვენ ველით, რომ მდგრადი მიწოდება და სამშენებლო მასალების დასტაბილურებული ფასები შეანელებს ფასების ზრდას ამ რეგიონებში.