როგორ შეიცვალა, თბილისში უძრავი ქონების ბაზარზე შავი, თეთრი და მწვანე კარკასის ფასები
უძრავი ქონების ბაზარზე დედაქალაქში მხოლოდ ბინებსა და კერძო სახლებზე არ ფიქსირდება ფასების ზრდა. "საქსტატის" 2024 წლის მეორე კვარტალის მონაცემებით, შავ, თეთრსა და მწვანე კარკასზე ფასებმა მოიმატა.
ფასები გაზრდილია როგორც მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალთან ასევე გასული წლის მე-2 კვარტალთან შედარებით. უფრო კონკრეტულად, 2024 წლის 1-ელ კვარტალში 1 კვადრატული მეტრი შავი კარკასის ფასი – 2 849 ლარს; თეთრი კარკასის – 3 289 ლარს, მწვანე კარკასის კი – 3 738 ლარს შეადგენდა.
რაც შეეხება წლიურ ჭრილს, 2023 წლის მე-2 კვარტალში 1 კვ. მეტრი შავი კარკასის ფასი – 2 629 ლარს; თეთრი კარკასის – 2 875 ლარს; ხოლო მწვანე კარკასის – 3 350 ლარს შეადგენდა.