უძრავი ქონების გაყიდვები თბილისში 22%-ით შემცირდა – რა ღირს თბილისის სხვადასხვა უბანში კვადრატული მეტრი
ივნისის თვეში, უძრავი ქონების ფასებისა და გაყიდვების შესახებ რამდენიმე კვლევა გავრცელდა, ყველა მათგანი ადასტურებს, რომ დედაქალაქში უძრავი ქონების გაყიდვები მკვეთრად შემცირდა, მიუხედავად ამისა ფასებმა მცირე პროცენტით მაგრამ მოიმატა.
“გალთ ენდ თაგარტი” ივნისის თვის უძრავი ქონები კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის ივნისში თბილისში 2 957 ბინა გაიყიდა. დოკუმენტის მიხედვით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, გაყიდვები 22%-ით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, შარშან ივნისში 3 785 ბინაა გაყიდული.
სად ღირს თბილისში ყველაზე ძვირი და ყველაზე იაფი საცხოვრებელი? – მთავარ კითხვაზე, კვლევით ორგანიზაციას ასეთი პასუხი აქვს: 2024 წლის ივნისის მონაცემებით, 1 კვ.მ. ყველაზე ძვირი – 2 689 დოლარი, მთაწმინდაზე ღირს, ყველაზე იაფი – 916 დოლარი კი ვაშლიჯვარში იყო.
მონაცემების მიხევით, გასული თვის მდგომარეობით, თბილისის უბნებში კვადრატული მეტრის ფასი შემდეგი იყო:
ვაკე – 1 კვ.მ. – 2 346 დოლარი;
ჩუღურეთი – 1 კვ.მ. – 1 563 დოლარი;
საბურთალო – 1 კვ.მ. – 1 535 დოლარი;
კრწანისი – 1 კვ.მ. – 1 445 დოლარი;
ისანი – 1 კვ.მ. – 1 272 დოლარი;
დიდუბე – 1 კვ.მ. – 1 208 დოლარი;
ნაძალადევი – 1 კვ.მ. – 1 122 დოლარი;
გლდანი – 1 კვ.მ. – 1 047 დოლარი;
სამგორი – 1 კვ.მ. – 1021 დოლარი;
დიდი დიღომი – 1 კვ.მ. – 965 დოლარი.