თბილისში იანვრის თვეში ახალ აშენებულ ბინებზე გაყიდვებმა მოიმატა, ხოლო ძველ პროექტებზე შემცირდა

"ქოლიერსის" ახალი კვლევის თანახმად, თბილისში, იანვარში წინა წელთან შედარებით გაყიდვებმა 5%-ით მოიმატა. დოკუმენტის თანახმად მოთხოვნა ახალ აშენებულ საცხოვრებელზე გაიზარდა, ხოლო ძველ პროექტებზე იკლო.

თბილისში იანვრის თვეში ახალ აშენებულ ბინებზე გაყიდვებმა მოიმატა, ხოლო ძველ  პროექტებზე შემცირდა

„2024 წლის იანვარში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 12%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2023 წლის იანვართან შედარებით მაჩვენებელი 12%-ით არის შემცირებული.

2024 წლის იანვარში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 10%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 11% და 12%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

2024 წლის იანვარში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 8%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი – 2%-ით შემცირდა,“- ნათქვამია „ქოლიერსის“ ახალ კვლევაში.