თბილისში უძრავ ქონებაზე ფასი გაიზარდა-როგორია თებერვლის თვის სტატისტიკა
თბილისის გარეუბნებში ახალაშენებული ბინების გასაყიდი ფასი 7%-ით, ხოლო ძველი ბინების 12%-ით გაძვირდა-ასეთია Colliers Georgia-ს თებერვლის თვის მონაცემები.
დოკუმენტის მიხედვით 2024 წლის თებერვალში, თბილისში 3 546 საცხოვრებელი სახლი გაიყიდა. კვლევის მიხედვით, თბილისში, თებერვალში, ახალაშენებული ბინების გასაყიდი ფასი 7%-ით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის თებერვალში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 12%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 6% და 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.