უძრავ ქონებაზე ფასები გაიზრდება -რა მოლოდინები აქვთ დეველოპერებს
უძრავ ქონებაზე დიდმა მოთხოვნამ ფასების ზრდა განაპირობა, თუმა რა იქნება მომავალში? გაიზრდება თუ არა ისევ ფასები და რა გავლენას იქონიებს უძრავ ქონებაზე? ამ საკითხზე დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატის“ მმართველი პარტნიორის ირაკლი ბურდილაძე ერთ-ერთ მედია საშუალებასთან მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.
ირაკლი ბურდილაძის განმარტებით უძრავ ქონებაზე ფასების კლება ნაკლებად მოსალოდნელია. ” გამომდინარე იქიდან, რომ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მაღალია და ამ მოთხოვნას თავისი მიზეზები აქვს, მომავალში, საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასები აუცილებლად გაიზრდება. ეს ეკონომიკური ზრდის პირდაპირპროპორციულია – ეკონომიკის ზრდასთან ერთად გაიზრდება უძრავ ოქნებაზე მოთხოვნა. თუ ჩვენ თბილისს შევადარებთ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების დედაქალაქებს, არაერთი კვლევით, თბილისში ფასები ყველაზე დაბალია. ეს კი, მიუთითებს იმაზე, რომ როგორც კი ეკონომიკური ზრდის ტემპი გადაითარგმნება შინამეურნეობების შემოსავალში, ქვეყანაში უძრავ ქონებაზე ფასები აუცილებლად გაიზრდება. ჩემი აზრით, საქართველოში უძრავი ქონების გაიაფება ნაკლებად მოსალოდნელია, მითუმეტეს, ჯერჯერობით, ფასები საკმაოდ დაბალია, ამიტომაც უძრავი ქონება ძალიან კარგ აქტივს წარმოადგენს ინვესტიციისთვის არა მარტო იმ კუთხით, რომ თქვენ შეგიძლიათ გააქირაოთ და საკმაოდ მაღალი შემოსავალი მიიღოთ, არამედ ფასების ზრდიდან გამომდინარეც, შეგიძლიათ, მომავალში მისი გადაყიდვით სერიოზული მოგება ნახოთ.” განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ “ბი ემ ჯი”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.