უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შემცირდა, მაგრამ ღირებულებას არ აკლდება-ვინ და როგორ ინარჩუნებს დედაქალაქში ბინებზე მაღალ ფასს

ბოლო კვლევების თანახმად ბათუმსა და თბილისში, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდა, ამის მიუხედავად ბინებზე მაღალი ფასები ისევ ნარჩუნდება.

უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შემცირდა, მაგრამ ღირებულებას არ  აკლდება-ვინ და როგორ ინარჩუნებს დედაქალაქში ბინებზე მაღალ ფასს

დეველოპერები ამბობენ, რომ მიუხედავად მყიდველის სიმცირისა ჯერ-ჯერობით მაინც ახერხებენ შეინარჩუნონ კარგი პოზიცია. მათივე განმარტებით ისინი ამ ყველაფერს მარკეტიგის და პირობების შეთავაზებით ახერხებენ.

უნდა აღინიშნოს, რომ მშენებარეებისგან განსხვავებით მეორად ბაზარზე ბევრად რთული ვითარებაა. თუმცა ამ ყველაფერში საინტერესო ისაა, რომ მესაკუთრეები ბაზარზე მაღალი ფასის შენარჩუნებას ხელოვნურად ცდილობენ.

კომპანია Sakura Properties-ის დამფუძნებელმა ვიქტორია საკუროვამ მედიასთან განაცხადა, რომ უძრავი ქონების ბაზარზე მესაკუთრეები რეალობას არასწორად აღიქვამენ.

“ახალ აშენებულ ბინებზე მოთხოვნა არის, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი მესაკუთრე ვერ მიხვდება ფასი უნდა დააკლოს თუ არა. ზოგს აქვს მოლოდინი, რომ ეს სიტუაცია დაბრუნდება და ზოგს აქვს შეგრძნება, რომ სიტუაცია კიდევ არსებობს თუმცა ჩვენ კულისებიდან ვხედავთ, რომ ეს სიტუაცია აღარ არსებობს და ყველა მესაკუთრეს რეკომენდაციას ვუწევთ, რომ თუ არარეალურ ფასად გაყიდვა გადაწყვიტა ვერ გაყიდის.”- განაცხადა კომპანია Sakura Properties-ის დამფუძნებელმა.

შეგახსენებთ, რომ უძრავ ქონებაზე კვლევა რამდენიმე დღის წინ colliers-მა გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ბაზარზე მოთხოვნა საგრძნობლადაა შემცირებული.