მიგრანტებისგან უძრავ ქონებაზე შემცირებული მოთხოვდა და თბილისის უბნები სადაც ყველაზე ნაკლები საცხოვრებელი ბინა იყიდება
უძრავი ქონების ბოლოდროინდელ, თითქმის ყველა კვლევაში ნათქვამია, რომ ემიგრანტებისგან დაინტერესება უძრავ ქონებაზე მკვეთრად შემცირდა.
“გალთ თაგერის” კვლევის მიხედვით, თბილისში აგვისტოს თვეში, 3 552 ბინა გაიყიდა. მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქში ახალაშენებულ ბინებზე მოთხოვნა, მკვეთრად შემცირდა. რაც შეეხება მეორად ბაზარს, შედარებით მეტი მოთხოვნაა ვინაიდან ფასი განსხვავდება. მეორად ბაზარზე კვადრატულის ფასი ბევრად ნაკლებია.
აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვნად იკლო მიგრანტების, დაინტერესებამ უძრავ ქონებაზე.
გარდა ამიისა, 2023 წლის აგვისტოში წლიური გაყიდვები თბილისის თითქმის ყველა უბანში შემცირდა. ზრდა მხოლოდ დიდი დიღმის (+17.8% წ/წ) და ნაძალადევის (+26.6% წ/წ) რაიონებში დაფიქსირდა. ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა – გაყიდვებში საშუალო ზომის ბინებისა (51-80 მ2 ) და საშუალო/მაღალი კლასის სეგმენტების ($801 – 1,800) წილის ზრდა, რაც გამოწვეულია გაზრდილი ფასებით,“- აღნიშნულია კვლევაში.