თბილისსა და ბათუმში უძრავ ქონებაზე ფასები მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება

მიუხედავად იმისა, რომ უძრავ ქონებაზე მოთხოვნამ იკლო, ბაზარზე მაინც მაღალი ფასები ნარჩუნდება.

თბილისსა და ბათუმში უძრავ ქონებაზე ფასები მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება

“გალთ თაგერის” ახალი კკვლევის მიხედვით, ფასების შენარჩუნებას დეველოპერების მიერ, მოქნილი შეთავაზებები უწყობს ხელს.

რაც შეეხება მეორად ბაზარს, აქ პირიქით, ფასები ოდნავ შემცირდა, რადგან მოთხოვნა შემცირდა. ასევე საგულისხმოა, რომ ძველ აშენებულ საცხოვრებლებზე ქირის მოთხოვნაც შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის დასაწყისიდან უძრავი ქონების საშუალო ფასები მნიშველოვნადაა გაზრდილი და ფიქსირდება შემდეგი ზრდის ტემპები პროექტების ტიპების მიხედვით: პირველადი ბაზრის პროექტები +39.4%, მეორადი ბაზრის ახალი პროექტები +23.7, მეორადი ბაზრის ძველი პროექტები +15.3%.