ბათუმში მშენებლობიდან17 წლის არასრულწლოვანი გადმოვარდა – სასწრაფოს ინფორმაციით არასრულწლოვანი ადგილზე გარდაცვლილი დახვდათ
უბედური შემთხვევა ბათუმში დღეს მოხდა, მშენებლობიდან 17 წლის არასრულწლოვანი გადმოვარდა და წინასწარი ინფრმაციით ადგილზე გარდაცივალა.
მშენებლობა ლეონიძის ქუჩაზე მიმდინარეობს, სადაც ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე, სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება.
სასწრაფო სამსახურის განმარტებით, მათ არასრულწლოვანი ბიჭი ადგილზე მისვლისას გარდაცვლილი დახვდათ. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას.