უბედური შემთხვევა ბათუმში – პარაშუტიდან ცოლ-ქმარი ჩამოვარდა რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა
ბათუმში პარაშუტიდან უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე ცოლ-ქმარი ჩამოვარდა, ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მამაკაცი საავადმყოფოში მოათავსეს მისი მდგომარეობა, ექიმების თქმით დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
“ჩვენთან შემოვიდა არაბეთის მოქალაქე. მე როგორც გადმომდეს სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრებმა, სავარაუდოდ, ჩამოვარდა საჰაერო ბურთიდან. ჩვენთან შემოყვანილი იქნა, მდგომარეობა იყო სტაბილური, პერიოდულად დეზორიენტირებული, პერიოდულად ადეკვატური, თუმცა, ამ ეტაპისთვის მდგომარეობა ნორმალურია. დინამიკაში, ჩვენთან შემოსვლისთანავე დაიწყო კვლევები, ჩატარდა ლაბორატორიული კვლევები, ინსტრუმენტული კვლევები, მაღალტექნოლოგიური კვლევები, კომპიუტერული კვლევებიც, ეხოსკოპიური და ულტრაბგერითი კვლევებიც. მივიღეთ პასუხები – ამ ეტაპისთვის შემიძლია გითხრათ, რომ პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პაციენტი გონზეა, კონტაქტურია, ადეკვატურია…,- აცხადებს ბათუმის ერთ-ერთი კლინიკის ექიმი.
არსებული ინფორმაციიaთ, პარაშუტი ძლიერმა ქარის გამო ჩამოვარდა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის” 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წყლის ტრანსპორტის ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ნახვები : 786