ხუდადოვის ტყეში გამწვანებისა და დასუფთავების სამუშაოები ჩატარდა – დასუფთავების აქცია გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით
თბილისში, ხუდადოვის ტყეში გამწვანებისა და დასუფთავების აქცია გაიმართა.
ტერიტორიაზე 150 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი
დაირგო, ასევე, ტერიტორია გაიწმინდა სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან.
ხუდადოვის ტყე, რომლის ფართობიც, დაახლოებით, 40 ჰექტარია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მწვანე სივრცეა დედაქალაქში.
შეგახსენებთ, რომ 5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღედ 1972 წელს გამოცხადდა. ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს გარემოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და გარემოს დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას.