ჯივიპი წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, თბილისის მასშტაბით წყალმომარაგების სისტემის განახლების მიზნით, სარეაბილიტაციო პროექტებს აქტიურად აგრძელებს.
ზაფხულის განმავლობაში Მასშტაბური სამუშაოები თბილისში რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად მიმდინარეობს. წერეთლის გამზირის, უნივერსიტეტის ქუჩის, ბურჯანაძის ქუჩის და თბილისის ზედა ზონების დასახლებებში ახლით იცვლება 30 კმ-ზე მეტი სიგრძის მოძველებული მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები. ახალ ქსელზე ევროპული სტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და წყლის წნევის რეგულატორები მონტაჟდება, ეწყობა სახანძრო ჰიდრანტები და საკვანძო ჭები.