თუშეთის დაცული ტერიტორიის ფართობი 2245 ჰა-თი იზრდება – მწვანე ზონაში სოფელი ტბათანი მოექცევა

კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, 1-ლი იანვრიდან, თუშეთის დაცული ტერიტორიის ფართობი 2245 ჰა-თი იზრდება.

თუშეთის დაცული ტერიტორიის ფართობი 2245 ჰა-თი იზრდება – მწვანე ზონაში სოფელი ტბათანი მოექცევა

განმარტებითი ბარათის მიხედვით, თუშეთის დაცული ლანდშაფტი გაფართოვდება და მის საზღვრებში სოფელ ტბათანი მოექცევა.

კანონპროექტის მიზანია შეიქმნას ეკოლოგიური პროცესების უწყვეტობა ბაწარას სახელმწიფო ნაკრძალს, ილტოს აღკვეთილსა და თუშეთის დაცული ტერიტორიებს შორის, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში დაცული ტერიტორიების ურთიერთდაკავშირებული ქსელის ჩამოყალიბებას.

აღსანიშნავია, რომ კანონი ამოქმედდება 2025 წლის 1-ელი იანვრიდან, ვინაიდან გათვალისწინებულია ახმეტის მუნიციპალიტეტისთვის დაცული ტერიტორიის ოპერირების მიზნით დამატებითი სახსრების გამოყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ეს ვადა საჭიროა, რომ შესაბამისი თანხა გათვალისწინებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში.