ოთხ თვეში ტურიზმის შემოსავლებმა $1 მლრდ-ს გადააჭარბა
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, აღნიშნული პერიოდის შემოსავლები, გასული წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებელს 79.5%-ს აჭარბებს.
საგულისხმოა, რომ „საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის I კვარტალში, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2022 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, 102%-ით გაიზარდა და 795 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.